ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის პირველივე წრეში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

NikolozBasilash / facebook.com

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია ჩემპიონატის პირველივე წრეში დამარცხდა.

ბასილაშვილი როლან გაროსზე მეთხუთმეტე ნომრად იყო განთესილი და პირველ ტურში მისი მეტოქე მსოფლიოს 78-ე ჩოგანი - არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო გახლდათ.

ბასილაშვილსა და ლონდეროს შორის მატჩი საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. არგენტინელმა ქართველი ჩოგბურთელი  სამ სეტში 6:4; 6:1; 6:3 დაამარცხა.

მარცხის მიუხედავად, ბასილაშვილი სარეიტინგო ქულებს არ დაკარგავს.

კომენტარები