ლარის გაუფასურება

ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა, 1 აშშ დოლარი 2.7811 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.1129 ლარი

კოლაჟი ტაბულა

ლარი ისევ გაუფასურდა - ამჯერად, დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით, ხოლო ევროსთან - 0.27 თეთრით. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7811 ლარია, 1 ევროსი - 3.1129 ლარი. 

უცხოური ვალუტა უფრო ძვირი ღირს კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში. 1 აშშ დოლარის შეძენა 2.79-2.81 ლარად შეგიძლიათ, ხოლო 1 ევროსი - 3.13-3.17 ლარად.

ორ თვეზე მეტია, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 11 თეთრით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი 6 თეთრით გაუფასურდა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის". მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას".

კომენტარები