უბილეთო მგზავრობა

უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმის 20 ლარამდე გაზრდას პარლამენტმა III მოსმენით მხარი დაუჭირა

თბილისის მერია

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგ წავიდა. 

მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის დასაწყისშივე შეიძინოს ბილეთი ან თანხა ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს.

ამასთან, ცვლილებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40 ლარამდე მცირდება.

კომენტარები