ანაკლიის პორტი

კონსორციუმის დირექტორი: მთავრობაში არსებობენ ძალები, ვინც ებრძვიან ანაკლიის პროექტს

0 კომენტარი
ლევან ახვლედიანი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს ებრძვიან როგორც ქვეყნის გარედან, ისევე შიგნიდან და მათ შორის ხელისუფლებიდანაც.

"ის ფაქტი, რომ გაიცა ნებართვა ორ მაისს და ამდენი ხნის მანძილზე იყო დაფარული, ეს ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებაშიც, ისევე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს." - ამბობს ახვლედიანი, თუმცა მას არ სურს კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება.

ახვლედიანის განცხადებით, ძნელადაა დასაჯერებელი, რომ 2 მაისიდან, ანუ როცა ნებართვა გაიცა ფოთში ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობაზე, 28 მაისამდე, როცა ამის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მთავრობას ამ ფაქტზე ინფორმაცია არ ჰქონია.

"დაუჯერებელია, რომ ამდენი ხნის მანძილზე, 28 დღის მანძილზე, ხელისუფლებაში არავინ ამის შესახებ არ იცოდა. მე არ მინდა, რომ ამაში მთლიანად ხელისუფლება მოვაქციო. რა თქმა უნდა, არა. მე გამოვრიცხავ, მთელი ხელისუფლების ძალისხმევა იყოს ამაზე მიმართული, ეს ნამდვილად არ არის ასე. მაგრამ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ასევე ხელისუფლებაში არიან, რომლებმაც ეს კონკრეტული მიზანმიმართული ქმედება განახორციელეს."

ახვლედიანის თქმით, მთავრობისგან ეს პირველი წინაღობა არაა, თუმცა ამ მასშტაბის დაბრკოლების წინაშე ანაკლიის პორტის პროექტი აქამდე არ აღმოჩენილა:

"არაერთხელ დაგვხვედრია წინ ასეთი ქმედებები, თუმცა ამგვარი სიძლიერის და ასეთი მნიშვნელობის ქმედება აქამდე არ ყოფილა."

შეგახსენებთ, რომ რომ 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვა შეჩერებულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები