ჩრდილოეთ კორეა

გენერალი, რომელიც მედიის მიხედვით შრომით ბანაკში გადაასახლეს კიმთან ერთად კონცერტს დაესწრო

KCNA

ჩრდილო კორეელი გენერალი კიმ იონ-ჩოლი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით შორმით ბანაკში გადაასახლეს, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში კიმ ჩენ ინთან ერთად კონცერტზე გამოჩნდა.

ის კონცერტს სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ კადრში მისის სახე მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს, რადგან ხელი აქვს აფარებული.

თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ მას შრომით ბანაკში გარკვეული პერიოდი გაეტარებინა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სამხრეთ კორეულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებში მათი დესპანი კიმ ჰიოკ ჩოლი და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ 4 წარმომადგენელი კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის უშედეგოდ დასრულებული სამიტის შემდეგ სიკვდილით დასაჯა.

მათი ინფორმაციის სიკვდილით დასჯა ფხენიანის აეროპორტში მარტში მოხდა. მათ ბრალად აშშ-სათვის ჯაშუშობა დასდეს.

ამავე წყაროს მიხედვით გენერალი კიმ იონ-ჩოლი, რომელიც სინგაპურის სამიტის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში გადაიყვანეს.

72 წლის გენერალს სამხრეთ კორეა 2014 წელს Sony Pictures-ზე კიბერთავდასხმაში და 2010 წელს სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს, რასაც 46 მეზღვაური ემსხვერპლა. ამ ინციდენტების გამო აშშ-მა პერსონალურად მას სანქციები 2010 და 2015 წლებში დაუწესა. კიმ იონ-ჩოლი სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზეც იმყოფებოდა, რომელსაც დაესწრო დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც.

კომენტარები