ვლადიმირ პუტინი

პუტინი ნორმანდიის ოპერაციის 75-ე წლისთავზე არ დაპატიჟებაზე: რუსეთშიც ბევრი საქმე მაქვს

The Inquisitr

რუსეთის ქალაქ სანქტ პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმირ პუტინს კითხვა დაუსვეს იმის თაობაზე, თუ რატომ არ დაპატიჟეს ის ნორმანდიის სადესანტო ოპერაციიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს პრობლემა არაა და რუსეთშიც ბევრი საქმე აქვს. 

"ჩვენც არ ვპატიჟებთ ყველას ყველა ღონისძიებაზე. რატომ უნდა დამპატიჟონ ყველგან? საკმარისი საქმე მაქვს აქ." თქვა მან.

მან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია მეორე მსოფლიო ომში გადამწყვეტი არ ყოფილა და ის არ უნდა გააზვიადონ.

რუსეთი ხშირად ადანაშაულებს დასავლეთს, რომ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის წვლილს სათანადოდ არ აფასებენ.

პუტინი 2014 წელს 70 წლისთავის ღონისძიებას დაესწრო

კომენტარები