ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: Liberty-ის მიერ პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი უნდა გაუქმდეს

0 კომენტარი

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ახალი ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც, ლიბერთი ბანკის მიერ პენსიონერებისთვის გაცემულ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების გაუქმებას ითვალისწინებს. 

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში, დაახლოებით, 400 ათას პენსიონერს პენსიით უზრუნველყოფილი სესხი აქვს აღებული. 

"ადამიანებს ერთი თვის პენსია არსებობისთვის აუცილებელი პირობების დასაკმაყოფილებლად არ ჰყოფნით - საკვების, წამლებისა და კომუნალური გადასახადებისთვის, ან თუ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მათ ამ მათი რომელიმე ოჯახის წევრს. ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოქალაქეებისთვის ამ მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობდეს, მილიარდერი ოლიგარქი მისი პირადი ბანკის, საქართველოში სიდიდით მესამე ბანკის, ლიბერთის მეშვეობით, ისედაც გაჭირვებაში მყოფ ხანდაზმულ ადამიანებს პირდაპირ ძარცვავს, მათ სრულიად არაადამიანურად მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს აკისრებს. დღეისათვის ლიბერთი ბანკი პენსიონერებს 36%-იან სესხს აძლევს, მაშინ, როცა ჩვეულებრივი მოქალაქისა და კომპანიებისთვის კომერციულ ბანკებში საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7%-დან 14%-მდეა. რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიონერებს 3-ჯერ უფრო მეტის გადახდა უწევს,"- წერია პარტიის რელიზში. 

ენმ-ისვე ინფორმაციით, ლიბერთი ბანკისთვის მხოლოდ ფიზიკური პირებისგან მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა 2018 წელს 235 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან პენსიონერების ამოღებული შემოსავალი 83% ანუ დაახლოებით 195 მილიონია. 

"პენსიონერებზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა ლიბერთი ბანკში დაახლოებით 600 მილიონ ლარია,"- წერს პარტია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები