არჩევნები 2019

Isfed: რამდენიმე უბანზე სხვადასხვა ორგანიზაცია ამომრჩეველს სახელით და გვარით აღრიცხავს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, "ტენდენციის სახით შეინიშნება, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #11, #18, #22, #32 და #33 საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ სახელისა და გვარის მიხედვით".

  • #11 საარჩევნო უბანზე ამას აკეთებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის „მრავალეთნიკური ერთობა“ წარმომადგენელი;
  • #18 და #32  საარჩევნო უბნებზე - „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის“ წარმომადგენელი;
  • #22 საარჩევნო უბანზე - „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ წარმომადგენელი;
  • #33 საარჩევნო უბანზე - „სამართალდამცავთა დაცვის ლიგას“ წარმომადგენელი.  

"#12 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორის მიერ მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტი დამკვირვებლებმა გააპროტესტეს, რასაც უთანხმოება მოჰყვა. ცესკოს წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ რეგისტრატორი ჩამოაშორეს მისი ფუნქციების განხორციელებას და პრობლემა აღმოიფხვრა. #3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს შვილის გრაფაში მოაწერინა ხელი" - ნათქვამია 14:00-ის მდგომარეობით, Isfed-ის მომზადებულ ანგარიშში.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე იმყოფებიან. ისინი არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდებიან.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე მონაწილეობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები