საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი 18 წლის ბიჭის სიკვდილით დასჯას გეგმავს, რომელიც 13 წლის ასაკში დააპატიმრეს

საუდის არაბეთი 18 წლის მოზარდის სიკვდილით დასჯას ცდილობს, რომელიც 13 წლის იყო, როცა ანტისამთავრობო პროტესტში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს. 

ვიდეოში, რომელიც CNN-მა მოიპოვა, მურთაჯა ქურეირისი 10 წლისაა და წინ მიუძღვება 30-მდე ბავშვს ანტისამთავრობო მსვლელობაში. ეს შესაძლოა ჰგავდეს უბრალო ველოსიპედებით სეირნობას, მაგრამ  დაძვრასთან ერთად ქურეირისი იღებს მეგაფონს და ყვირის: "ხალხი მოითხოვს ადამიანის უფლებებს!"

ქურეირისი მრავალ ასეთ დემონსტრაციაში მონაწილეობდა, რისი მიზანიც უკმაყოფილების გამოხატვა იყო 2011 წლის არაბული გაზაფხულის განმავლობაში. ველოსიპედების პროტესტიდან სამი წლის შემდეგ საუდის არაბეთმა დააპატირა ქურეირისი, რომელიც მაშინ 13 წლის იყო. ის თავის ოჯახთან ერთად მოგზაურობდა ბაჰრეინში, როცა ის საუდის არაბეთის საზღვართან დააკავეს.

იმ დროისთვის ის საუდის არაბეთის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარი იყო. ახლა, 18 წლის ასაკში, 4-წლიანი აპტიმრობის შემდეგ ქურეირისს სიკვდილით დასჯა ემუქრება. 

აპრილში საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ მან სიკვდილით დასაჯა 37 კაცი, რომელთა უმეტესობაც შიიტურ უმცირესობას წარმოადგენდნენ, სამი მათგანი დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო. საუდის არაბეთს სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს, ამავე დროს, დასჯისას ის ხშირად უგულებელყოფს დანაშაულს ჩადენის ასაკს.

ქურეირისი ათი წლის იყო, როცა ჩაიდინა ერთ-ერთი სავარაუდო დანაშაული მის ბრალდებათა ოქმიდან. მას ადანაშაულებენ, რომ თან ახლდა თავის აქტივისტ ძმას, ალი ქურეირისს, როცა მან მოტოციკლეტიდან მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციის განყოფილებას.  პროკურატურა ქურეირისს ასევე ექსტრემისტული ტერორისტული ჯგუფის წევრობაში სდებს ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ადანაშაულებენ სიცოცხლის ხელყოფაში, პროკურატურა ცდილობს სიკვდილით დასჯის ყველაზე მძიმე ფორმის დაკისრებას, რაც შეიძლება გულისხმობდეს ჯვარცმას.

კომენტარები