არჩევნები 2019

ლადო კახაძემ "ოცნების" კანდიდატობისას მთაწმინდაზე 10 738 ხმა მიიღო, 2016 წელს - 618 ხმა

0 კომენტარი
ფოტო: Lado Kakhadze/fb.com

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე გახდა. ქართული ოცნების კანდიდატმა არჩევნების მეორე ტურში 10 738 ხმა მიიღო, რაც 4 702 ხმით მეტია პირველი ტურის შედეგებზე. 

აღსანიშნავია, რომ ლადო კახაძემ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც სცადა. მაშინ კახაძემ კენჭი პაატა ბურჭულაძის ბლოკის - სახელმწიფო ხალხისთვის სახელით იყარა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მან მხოლოდ 618 ხმა (2.65%) მიიღო. შედარებისთვის, გრიგოლ ბარამიძემ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან 1002 ხმა მიიღო, ლადო სადღობელაშვილმა, რომელიც კენჭს პატრიოტთა ალიანსის სახელით იყრიდა - 1224 ხმა (5.25%), ხოლო თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა ნიკოლოზ ფრუიძემ 1558 ხმა (6.69%). 

2016 წელს მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი გახდა, რომელიც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევიდა. მაშინ ქართულმა ოცნებამ თავისი კანდიდატი არ დააყენა და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. ის 2018 წლის არჩევნებშიც დამოუკიდებელი კანდიდატის სახელით მონაწილეობდა, თუმცა, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, განსაკუთრებით, მეორე ტურის წინ, ე.წ დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს ღიად უჭერდა მმართველი გუნდი ქართული ოცნება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები