Meduza იუწყება, რომ გოლუნოვის დაკავების დღიდან რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიები ამ თემის გაშუქებას ძალიან მცირე დროს უძღვნიდა, ან საერთოდ არ უთმობდა ეთერს.
გოლუნოვის დაკავების რეზონანსული ამბავი Yandex News-ის პირველ გვერდზეც არ ხვდებოდა, ვებსაიტის, რომელიც მკითხველს სხვადასხვა პოპულარული მედიის ახალი ამბების კომპილაციას აწვდის.
ეს ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან გოლუნოვის გათვისუფლებაზე განაცხადა - სახელმწიფოს დაქვემდებარებულმა სატელევიზო პროგრამებმა ამ ამბის აქტიურად გაშუქება დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. ფართომასშტაბიანი სოლიდარობის კამპანიის დაწყების შემდეგ კი გოლუნოვი დროებით შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას წინააღმდეგ საქმე 11 ივნისს შეწყდა - ოფიციალური მიზეზი საკმარისი სამხილების არარსებობაა.