ლგბტ კვირეული

ევროპული საქართველო ვასაძეზე: ხელისუფლების უმოქმედობა დანაშაულის თანამონაწილეობას უდრის

ლევან ვასაძე
ტაბულა

ევროპული საქართველო ლევან ვასაძის და მისი მხარდამჭერი მოძალადეთა ჯგუფების აქციას და იქ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ძალადობისკენ მოწოდებასაც შეიცავდა. ლევან ვასაძე საუბრობდა ჯგუფური ფორმირების შექმნაზე, რომლებიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ შეიქმნება. 

მან ასევე ახსენა ლგბტ თემის წევრის მკვლელობა, რომელიც დაგეგმილია, რათა შემდეგ "მათ დააბრალებენ"

პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უმოქმედობა დანაშაულის თანამონაწილეობას უდრის. 

ევროპული საქართველოს განცხადებაში წერია: 

"ბოლო დღეების მანძილზე პუტინისტური და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან გრძელდება უკანონო მოქმედებებისკენ მოწოდებები, რაც ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის. ასეთი მოწოდებები, საქართველოს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დაცული არაა.

ხელისუფლების უმოქმედობა, ამ დანაშაულის თანამონაწილეობას უდრის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად დაიწყოს ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივი დევნა. ბოლო დღეებში ამ ჯგუფებმა უკვე არაერთხელ იძალადეს ან სცადეს ძალადობა საქართველოს სხვა მოქალაქეებზე.

ლევან ვასაძე და ამ ჯგუფის სხვა ლიდერები ღიად და დაუფარავად საუბრობენ სისხლის სამართლის დანაშაულების დაორგანიზების შესახებ და სხვებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ეს ჯგუფი არამარტო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას აპირებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ჩანაცვლებასაც გეგმავს, რაც კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას გამოიწვევს, ეს კი მტრული სახელმწიფოს ინტერესებშია.

ამ ძალების უკან რუსეთის სახელმწიფო დგას, რომლის ინტერესიცაა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის მოშლა", - აცხადებს ევროპული საქართველო. 

იურისტების თქმით, ვასაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები, რომელიც ლგბტ ადამიანების მიმართ ორგანიზებული ფორმირების შექმნას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და სამართალდამცველებს მისი დღესვე დაკავების საფუძველს აძლევს

კომენტარები