სუმო

ტოჩინოშინი: მსაჯებმა შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ამას აღარაფერი ეშველება

0 კომენტარი

16 ივნისს, ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე სამშობლოში დაბრუნდა. ტოჩინოშინს თბილისის აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა.

"ამდენხნიანი გულშემატკივრობისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან დაძაბული მაისის ბაშო მქონდა, რადგან ოძეკის ტიტული უნდა დამებრუნებინა. ჩვენდა სასიკეთოდ, მოხდა ისე, რომ წოდება დავიბრუნეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემპიონობა დავკარგეთ.

მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს. სიმართლე ვთქვათ, მსაჯების შეცდომა იყო, მაგრამ ალბათ, ასეთი რაღაც ყოველთვის, ყველა სპორტში ხდება და ამას აღარაფერი ეშველება. რა ვუყოთ, მომავალი წინ არის", - განაცხადა ტოჩინოშინმა.

შეგახსენებთ, ტოჩინოშინმა მაისის ბაშო 10:5 ბალანსით დაასრულა და ოძეკის რანგი დაიბრუნა. ტოჩინოშინს მომავალ ჩემპიონ ასანოიამასთან მოგება უსამართლოდ გაუუქმეს და წაგება ჩაუთვალეს.

მომდევნო - ნაგოია ბაშო 7 ივლისს დაიწყება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები