აშშ-ირანი

ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივნისიდან ირანი ურანის მარაგის დონეს გაზრდის

0 კომენტარი
ჰასან როუჰანი ფოტო: AFP

27 ივნისიდან ირანი მის მარაგში არსებულ გამდიდრებულ ურანზე 2015 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით დაწესებული ზღვარის დარღვევას აპირებს.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, მათ რეაქტორის საწვავისა და პოტენციური ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალების წარმოება გაზარდეს.

ატომური ენერგიის სააგენტოში ასევე თქვეს, რომ "ჯერ კიდევ იყო დრო", რომ ევროპულ ქვეყნებს ემოქმედა, რათა აშშ-ის აღდგენელი სანქციებისგან დაეცვათ.

აშშ-მა ირანი ბირთვულ გამოძალვაში დაადანაშაულა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორგან ორგატუსმა საერთაშორისო საზოგადოებას უთხრა, რომ ისინი არ უნდა დანებებულიყვნენ ირანის რეჟიმის ბირთვულ გამოძალვას - "ეს არის 40 წლის ქცევის ნიმუში, რაც ირანის რეჟიმის ქცევის თანმიმდევრულია".

გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია აცხადებენ, რომ ისინი არ დაარღვევენ 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

ამის შემდეგ ირანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის. მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები