ძალადობა

მეტროში მომხდარ ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისში, რუსთაველის მეტროში მომხდარ ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს. (დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 19 ივნისს რუსთაველის მეტროში ორ ახალგაზრდა კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც თვითმხილველებმა საზმაუს უთხრეს, რამდენიმე მამაკაცი ახალგაზრდებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

"საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება" - თვითმხილველების თქმით, სწორედ ამ სიტყვებით მიმართავდნენ კაცები ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ, საზმაუს ინფორმაციით, მუსიკოსები იყვნენ. მოგვიანებით კი, მათ მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები