ჩინეთი-ჩრდილოეთ კორეა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

0 კომენტარი
კიმ ჩენ ინი და სი ძინპინი ფოტო: AFP

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური 2-დღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ეს ქვეყანაში სი ძინპინის პირველი, ხოლო 2005 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტია.

ის კიმ ჩენ ინს შეხვდება. საუბარი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო კვირას იაპონიაში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში სი ძინპინი დონალდ ტრამპს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. კიმ ჩენ ინი ჩინეთს უკვე ოთხჯერ ეწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები