ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ვაშაძე: თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას დავიწყებთ

ტაბულა

"თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებთ, დავიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას" - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, "ჩვენ არ დავიშლებით, გადავკეტავთ, გზებს, რკინიგზას".

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ღამის 12 საათამდე აძლევენ დროს. ისინი ითხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის გიორგი გახარიას და სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

"ამის შემდეგ, წავალთ ყოველნაირ გამწვავებაზე, ეს იქნება კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მაგრამ მტკივნეული ივანიშვილისთვის" - ამბობს ვაშაძე.

აქცია პარლამენტთან რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლის გასაპროტესტებლად დაიწყო.

კომენტარები