სირცხვილია - აქცია პარლამენტთან

აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველზე ხვალ დაბრუნდება, ნაწილი ტერიტორიაზე რჩება

​რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი დაიშალა და პარლამენტთან გამოსვლას ხვალ, 22 ივნისს კვლავ გეგმავს.

მეორე ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ისინი ტერიტორიაზე რჩებიან.

დისკუსია მოჰყვა ხმის აპარატურის რუსთაველის გამზირზე დატოვების საკითხს - ორგანიზატორებს მისი წაღება სურდათ, თუმცა დარჩენილებმა ტექნიკა დაიტოვეს. ისინი ამბობენ, რომ აქციას მშვიდობიანად გააგრძელებენ.

ისინი შს მინისტრს დაკავებულების გასათავისუფლებლად და თანამდებობის დასატოვებლად ერთ საათს აძლევენ, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ წასვლას გეგმავენ. თუმცა დარჩენილების ნაწილი დაუყოვნებლივ წასვლას მოითხოვს.

ჯგუფ "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" წევრები, რომლებიც აქციის ორგანიზატორებიც არიან, ტერიტორიას ტოვებენ და პარლამენტის შენობასთან შეკრებას ხვალ, 19:00 საათზე გეგმავენ. მათი მოთხოვნებია: გიორგი ახარიას გადადგომა, 300-ზე მეტი დაკავებულის გათავისუფლება და პოლიციელების დასჯა, პროპორციული არჩევნები 2020 წელს.

კომენტარები