ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 1.5 თეთრით, ხოლო ევროსთან - 4 თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან 1.47 თეთრით, ხოლო ევროსთან - 3.96 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.7945 ლარია, 1 ევროსი - 3.1838 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა.

ორთვიანი გაუფასურების შემდეგ, ლარს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 14 ივნისის შემდეგ, ეროვნული ვალუტა დოლართან 6 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 9 თეთრით.

კომენტარები