ლარის გაუფასურება

ეკონომიკის მინისტრი ლარზე: კვლავაც ვფიქრობთ, რომ მოკლევადიან რყევაზეა საუბარი

კომერსანტი

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ლარის მორიგი გაუფასურებაც "მოკლევადიანი რყევაა". ცნობისთვის, ბოლო ორ დღეში ლარი დოლართან 5 თეთრით, ევროსთან კი, 8 თეთრით გაუფასურდა.

"ამ ეტაპზე, ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე, არაფერი მიგვანიშნებს იმისკენ, რომ რაღაც გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე. კვლავაც ვფიქრობთ, რომ მოკლევადიან რყევაზეა საუბარი.

ტურიზმის გამოწვევა ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ვერ აისახებოდა ლარის კურსზე, არ მგონია, რომ ჩვენ მივიყვანოთ საქმე იქამდე, რომ ეს გამოწვევა რამე სერიოზულ პრობემას შექმნიდეს, ჩვენ ვმუშაობთ მისი განეიტრალების და შერბილების ღონისძიებაზე" - ამბობს თურნავა.

ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.833 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.226. კომერციულ ბანკებსა და ჯიხურებში კურსი გაცილებით მაღალია და 1 დოლარის ღირებულება 2.88 ლარს აღწევს, 1 ევროსი - 3.29 ლარს.

კომენტარები