ისრაელი-სირია

სირიული მედიის მიხედვით ისრაელის სარაკეტო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 21

AP

სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით ისრაელის მიერ დამასკოს მიმართულებით გასროლილ რაკეტებს 4 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 21 ადამიანი. SANA-ს მიხედვით ლიბანის საჰაერო სივრციდან გასროლილი რაკეტები დამასკოს გარეუბანში და ჰომსის პროვინციაში ჩამოვარდა.

სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დამასკოში ფრანს-პრესის კორესპონდენტიც.

ბრიტანული ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის თქმით რაკეტების სამიზნეს დამასკოსთან ახლოს ირანული პოზიციები, კვლევითი ცენტრი და ჰომსის დასავლეთით მდებარე სამხედრო აეროპორტი წარმოადგენდა, სადაც ჰეზბოლას ძალებია განთავსებული.

ამ პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა ისრაელმა 12 ივნისსაც განახორციელა.

ისრაელი ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები