რაგბი

"ყველაფერი გაირკვა და დალაგდა!" - ქართველი მორაგბეები რუსულ კლუბში დააბრუნეს

ქართველი მორაგბეები, რეზი ბროძელი და საბა ილურიძე რუსულ "სლავაში" თამაშს გააგრძელებენ. ამის შესახებ ქართველ გულშემატკივრებს რეზი ბროძელმა სოციალური ქსელით აცნობა.

"ჩვენი აზრით ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია რომ კლუბ სლავას ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა," - წერს ბროძელი.

მორაგბის განმარტებით, მას გოჩა სვანიძესთან კომუნიკაციის შემდეგ "სლავას" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და გაირკვა, რომ ქართველები გუნდში რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "სლავამ" რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს კონტრაქტი 3 ივლისს გაუწყვიტა. მიზეზი ქართველი მორაგბეების მხრიდან ლელოს აღნიშვნა გახდა. ლელოს დადების შემდეგ, ბროძელი და ილურიძე თვალზე ხელის აფარებით საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

კომენტარები