ტურიზმი

16 ივლისიდან, ავიაკომპანია AtlasGlobal-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

apg-usa.us

თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება გასული წლის აპრილში შეწყვიტა, თბილისის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლებს.

ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 ოქტომბერი), კვირაში 7-ჯერ (ყოველდღიურად) შეასრულებს.

AtlasGlobal-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2013 წელს, Atlasjet-ის სახელით შემოვიდა. ავიაკომპანია 2001 წელს დაფუძნდა.

კომენტარები