დიდი ბრიტანეთის საელჩო: ელჩი 20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა

დიდი ბრიტანეთის ელჩი 20 ივნისის მოვლენების დროს საქართველოს პარლამენტის შენობაში არ ყოფილა. ამის შესახებ ტაბულას საელჩოში უთხრეს.

უკვე გაირკვა ისიც, რომ პარლამენტში არ იყვნენ არც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და არც ევროკავშირის ელჩი.

საქმე ეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".

გახარიას განცხადებას დღეს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც უწყების წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.

კომენტარები