აშშ-ის შტატ ნიუ-ჰემფშირის სასტუმროში დათვი შენიშნეს, რომელიც ვერანდიდან იყურებოდა.
ფოტო 29 ივნისს Omni Mount Washington Reasort-ის ერთერთმა თანამშრომელმა სემ ჯისემანმა, დაახლოებით, დილის 5 საათზე გადაიღო. სემის თქმით, ის მზის ამოსვლას იღებდა, როდესაც კადრში დათვი აღმოაჩინა.
სემმა თქვა, რომ დათვმა სასტუმროს კიბეები აიარა და ნაგვის ურნას ეძებდა.
ნიუ-ჰემფშირში მაცხოვრებლების სახლებთან, კემპინგის ადგილებში ან საცხოვრებელ კომპლექსში ხშირად პოულობენ დათვებს.