რუსეთი

რუსეთში დააკავეს აქტივისტი, რომელიც წითელ მოედანზე ცარიელი ფურცლით ხელში იდგა

პოლიციელებმა უკვე გაათავისუფლეს აქტივისტი მაქსიმ კონდარტევი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე წითელ მოედანზე იმის გამო დააკავეს, რომ ხელში ცარიელი პლაკატით იდგა. 

კონდარტევმა თქვა, რომ პოლიციელებმა უბრალოდ არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ მისი დაკავების შემდეგ. 

"მე მათ ვუთხარი, რომ უბრალოდ ვდგავარ ცარიელი ფურცლით ხელში და არაფრისკე მოვუწოდებ. ფაქტობრივად, დაკავების და ოქმის შედგენის მიზეზი არ არსებობდა. მათ მითხრეს, რომ ეს შესანიშნავად ესმით". 

კონდარტევის ერთკაციანი აქცია ცარიელი ფურცლით ხელში რუსეთში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების პრობლემისკენ ყურადღების მიპყრობას ისახავდა მიზნად. 

კომენტარები