ჩინეთი

ჩინეთის ხენანის პროვინციაში გაზის ქარხანა აფეთქდა [VIDEO]

Mirror

ჩინეთის ცენტრალურ ხენანის პროვინციაში, სანმენსიაში გაზის ქარხანა აფეთქდა. ქარხნის აფეთქებამ 3 კილომეტრის რადიუსზე არსებულ შენობებში შუშები ჩაამსხვრია და კარები ჩამოიღო.

ჩინური სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აფეთქებას ბევრი ადამიანის დაშავება მოყვა.

მედია სხვა დეტალს არ ასაჯაროებს. აფეთქების მიზეზი უცნობია. 

21 მარტში ჩინეთის აღმოსავლეთ ძიანგსუს პროვინციაში ქიმიური ქარხნის აფეთქებამ 78 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1 კვირის შემდეგ ამავე პროვინციაში ელექტრო ნაწილების მწარმოებელი ქარხნის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი მოკვდა. 

გასული წლის ნოემბერში ქალაქ ჭანგძიაქოუში ერთერთ ქარხანაში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 21 დაშავდა. 

2015 წელს კი ქალაქ თიანძინში ქიმიურ აფეთქებას 165 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 

 

კომენტარები