საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში

ზელენსკი: უკრაინის პრემიერი ეკონომისტი უნდა იყოს, რომელიც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას სურს რომ ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი იყოს ეკონომისტი, რომელსაც აქამდე პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მას შემდეგ უთხრა, რაც საპარლამენტო არჩევნებზე თავისი ხმა დააფიქსირა. 

"შესაძლოა ეს ბევრს არ მოეწონოს, ვინც ახლა პარლამენტში შევა. ისინი თავიანთ თავს ხედავენ პრემიერმინისტრად. თუმცა, მე მინდა სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვიხილო ამ პოსტზე, დამოუკიდებელი, რომელიც აქამდე არც პრემიერი ყოფილა, არც სპიკერი და არც რომელი თანამდებობაზე",- ამბობს ზელენსკი

ამასთან, მან აღნიშნა, რომ რამდენიმე ადამიანთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეები უნდა მოვიდნენ. 

კომენტარები