ლარის გაუფასურება

ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ერთი დოლარი 2.9346₾ ღირს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 29 ივლისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან კვლავინებურად გაუფასურდა - ხვალ ერთი აშშ დოლარი ოფიციალური კურსით 2.9346 ეღირება, ერთი ევრო კი 3.2637 ლარი.

ლარი დოლართან 0.25 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.05 თეთრით გაუფასურდა.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, ხოლო გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან.

უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა.

ნახეთ ტაბულას ინტერვიუ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილთან ლარის გაუფასურების მიზეზებთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

 

კომენტარები