რუსეთი

თითქმის 21 მილიონი რუსი სიღარიბეში ცხოვრობს

The Straits Times

რუსეთის ფედერაციის სტატისტიკური სააგენტოს Rosstat-ის იანვარი-მარტის მონაცემებით, რუსეთში სიღარიბის მაჩვენებელი 14.3% არის - 20,9 მილონი რუსი სიღარიბეში ცხოვრობს.

გასული წლის იანვარი-მარტის მონაცემებით ეს რიცხვი 13.9% იყო (ამჟამინდელთან შედარებით, ნახევარი მილიონი ადამიანით ნაკლები - 20.4 მილიონი).

მიმდინარე წელს რუსეთის მთავრობამ იანვარი-მარტის თვეებში საარსებო მინიმუმად 169$ დააწესა, რაც გასულ წელთან შედარებით 11$-ით გაზრდილია.

ჯამში, 2018 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 18.4 მილიონი რუსი ცხოვრობდა, რაც მოსახლეობის 12.6% იყო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტმა განცხადა, რომ რუსეთმა 6 წელიწადში სიღარიბის დონე უნდა გაანახევროს და სამუშაო ადგილები შექმნას. პუტინმა რუს კანონმდებლებს განუცხადა, რომ რუსეთი ეკონომიკურად 5 წამყვან ქვეყანას შორის უნდა იყოს და მომდევნო ათწლეულში მშპ 1.5-ჯერ გაზარდოს.

კომენტარები