ძალადობა

დეკანოზი ჯაღმაიძე სამტრედიაში ძალადობაზე: სასულიერო პირი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სამტრედიის ინციდენტში, სადაც ქალსა და მის უცხოელ ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასულიერო პირი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა.

ჯაღმაიძემ ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა პოსტი სათაურით "გამშველებელს მეტი ხვდებაო".

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ "ორაზროვნების გასაფანტად და სიცხადის შესატანად" სამტრედიაში მამა იოაკიმე მოინახულა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ინციდენტი "ყოფით საგზაო შემთხვევას, დამოუკიდებლად ეროვნული ნიშნისა, სასულიერო პირი კი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას".

"როგორც ჩანს, გავრცელებული ინფორმაცია ტენდენციურია და სასულიერო პირის ორაზროვნად ხსენება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს იგი ძალადობდა, რაც სრულიად აცდენილია რეალობას. ბუნებრივია სასულიერო პირი ასეთ შემთხვევაში გამშველებლის როლში აღმოჩნდებოდა და ბუნებრივია ისიც, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამართული დღევანდელი საომარი კამპანიის პირობებში, მას მოძალადეობას დააბრალებდნენ", - წერს ჯაღმაიძე.

​მისივე ინფორმაციით, "სავარაუდოდ მამა იოაკიმე სატელევიზიო ინტერვიუსაც მისცემს და სიმართლე გაცხადდება".

სამტრედიაში ადგილობრივ მცხოვრებ ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა 1 აგვისტოს მიაყენეს. ინფორმაცია ამის შესახებ მათმა მეგობარმა ფეისბუქზე გაავრცელა და მიუთითა, რომ კონფლიქტში სასულიერო პირიც იყო ჩართული.

2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 პირი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს (ქ.კ.-ს და ბ.მ.-ს) და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები