ტურიზმი

ივლისში ტურისტული ნაკადი 1 პროცენტით გაიზარდა

ივლისში ტურისტული ნაკადი საქართველოში 1%-ით, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 5,8%-ით გაიზარდა. მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

სულ ივლისში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1,099,474 ადამიანი შეადგინა. ყველაზე მეტი ტურისტი აზხერბაიჯაინად, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოვიდა.

  • აზერბაიჯანი — 175,499
  • რუსეთი — 159,063
  • თურქეთი — 156,136.
  • სომხეთი — 141,663

რუსული ავია სანქციების დაწესების შემდეგ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ნაკადი რუსეთიდან 6,4%-ით შემცირდა. დიდი ალბათობით რუსეთთან ავია მიმოსვლის შეჩერებამ გავლენა იქონია, საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე. წელს ამ გზით შემოსული ნაკადის რაოდენობა 8,7%-ით შემცირდა.

ყველაზე პოპულარული საქართველოში შემოსასვლელად კვლავ სახმელეთო გზაა, სწორედ სახმელოთო საზღვრიდან შემოვიდა მთელი ნაკადის 76,8%. 21,6% საქართველოში საჰაერო გზით შემოვიდა, სარკინიგზო მიმოსვლის წილი 1,4%-ია, ხოლო საზღვაო მიმოსვლა 0,5%.

 

კომენტარები