ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.76 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 2.75 თეთრით

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. დოლარი ლართან 0.76 თეთრით გამყარდა, ევრო კი 2.75 თეთრით.

ამგვარად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8946 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი 3.2312 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ გირვანქასთან მიმართებითაც.

თითქმის ორი თვეა, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 25 თეთრზე მეტითაა გაუფასურებული. ლარი გასული კვირის ბოლოს გამყარდა, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა.

 

კომენტარები