ბრაზილია

ბოლსონარო: [კრიმინალები] ქუჩაში ტარაკნებივით დაიხოცებიან - ეს ასეც უნდა იყოს

ჟაირ ბოლსონარო
AP

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი დაამტკიცებს გეგმას, რომელიც გასამართლებისაგან დაიცავს უსაფრთხოების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს, რომლებიც კანონდამრღვევების წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებენ.

ბოლსონაროს თქმით ეს დაიცავს იმ პოლიციელებს, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ლეტალურ ძალას გამოიყენებენ და დრამატულად შეამცირებს ძალადობას ქვეყანაში. მისი თქმით პოლიცია უთანასწორო ბრძოლაშია კრიმინალის წინააღმდეგ და იარაღის გამოყენებისათვის ჯილდო უნდა მიიღონ და არა გასამართლდნენ.

"ეს ადამიანები [კრიმინალები] ქუჩებში ტარაკნებივით დაიხოცებიან - და ეს ასეც უნდა იყოს." თქვა მან.

ბოლსონაროს ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა. ადამიანის უფლებათა დამცველების ნაწილს მიაჩნიათ, რომ ამგვარად პოლიციის მხრიდან ძალადობა გაიზრდება.

ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს ბრაზილიის პოლიციამ 6,200 ადამიანი მოკლა. 2017 წელს ეს რიცხვი 5,225 იყო.

კომენტარები