ლარის გაუფასურება

ბახტაძე: მოლოდინები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით იყო გადაჭარბებული

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

პრემიერმინისტრის შეფასებით, ეკონომიკაში მიმდინარე ოვლენები ჯანსაღია და მპლოდინები, მათ შორის ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული იყო. ასე პასუხობს მამუკა ბახტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

"ანალიზი აჩვენებს და გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები ჯანსაღია, მოლოდინები, მათ შორის ლარის გაუფასურებასთან შედარებით იყო გადაჭარბებული, აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება, გადადგას პრინციპული ნაბიჯები და ამისთვის გააჩნია ყველანაირი მექანიზმი," - ამბობს ბახტაძე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. დოლარი ლართან 0.76 თეთრით გამყარდა, ევრო კი 2.75 თეთრით. ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ გირვანქასთან მიმართებითაც.

თითქმის ორი თვეა, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ეროვნული ვალუტა თითქმის 25 თეთრზე მეტითაა გაუფასურებული. ლარი გასული კვირის ბოლოს გამყარდა, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა.

კომენტარები