ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის მარნეულში ერთი პირი დააკავეს

0 კომენტარი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში 1981 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული, 60 გრამამდე "ჰეროინი" ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები