ჯეიმს ბონდი

ჯეიმს ბონდის ასტონ მარტინი $6.4 მილიონად გაიყიდა

ასტონ მარტინ DB5, რომელიც 1965 წელს გამოშვებული Thunderball-ის პრომოუშენისას გამოიყენებოდა, სოტბის პებლ ბიჩის ავტომობილების აუქციონზე 6.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ავტომობილი ერთ-ერთია ადრეული ბონდის ფილმებისთვის შექმნილი დღემდე შემორჩენილი სამი ეგზემპლარიდან. მანქანის სავარაუდო ფასი 4-დან 6 მილიონ დოლარამდე იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მყიდველისთვის, რომლის ვინაობაც უცნობია, ის კიდევ უფრო ძვირად ფასობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი ბონდის არც ერთ ფილმში გამოჩენილა, მოდელი ძალიან ჰგავს ჯეიმს ბონდის ასტონ მარტინს, რომელიც 1964 წლის Goldfinger-ში ჩანს.

ავტომანქანა პირველად ბრიტანელმა კოლექციონერმა, ლორდმა ენტონი ბემფორდმა შეიძინა, შემდეგ კი Smokey Mountain-ის ავტომობილების მუზეუმს მიჰყიდა, სადაც მომდევნო 35 წელი ინახებოდა.

კომენტარები