უბედური შემთხვევა

მტკვარმა 35 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მტკვარმა 35 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მამაკაცი რუსთავში 2 დღის წინ გაუჩნარდა და მას ამ ხნის განმავლობაში მას მაშველები ეძებდნენ. 

"მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის განმავლობაში ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყვინთავები ეძებდნენ. დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და  მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს," - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო და  მყვინავთა ჯგუფები. ასევე, მამაკაცის ძებნა მიმდინარეობდა დრონის საშუალებით.

კომენტარები