ავტოსაგზაო შემთხვევა

თელეთში მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 20 კი დაშავდა

პალიტრა

გარდაბანში, სოფელ თელეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.

ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სომხეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა.

შემთხვევა გუშინ, 30 ღამით აგვისტოს მოხდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები იყვნენ. დაშავებულებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეა, ერთი - აზრბაიჯანის, ხოლო 17 სომხეთის. ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს - ნიუ ჰოსპიტალსში, საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას კლინიკაში, ინგოროყვას კლინიკაში, პინეოში და გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები