აშშ

კალიფორნიის სანაპიროზე გემი დაიწვა, დაიღუპა 25 ადამიანი

EPA

აშშ-ში, კალიფორნიის სანაპიროზე გემი დაიწვა. სასაზღვრო დაცვამ 25 გვამი იპოვა. 9 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ეკიპაჟის წევრებმა თავის დაღწევა მოახერხეს.

გემს ღუზა სანტა კრუზის კუნძულთან ჰქონდა ჩაშვებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. პოლიციის თქმით ხაძრის გაჩენისას ბორტზე 39 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენისას გემზე მყოფთა უმეტესობას კაიუტებში ეძინა.

კომენტარები