ბარაკ და მიშელ ობამები

როგორ გამოიყურება 15 მილიონიანი ვილა, რომელსაც ბარაკ და მიშელ ობამები ყიდულობენ

0 კომენტარი
ფოტო: Forbes.com

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, მასუჩესტთან ახლოს მდებარე კუნძულ Martha's Vineyard-ზე 14 850 000 დოლარად შეფასებული ვილის ყიდვას აპირებენ.

ვილის მფლობელი ამჟამად საკალათბურთო გუნდის Boston Celtics-ის მფლობელი ვის გრუსბეკია, რომელმაც 2008 წელს ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს ფული შესწირა.

სახლი 11 ჰექტარის ოდენობის მიწაზე არის გაშენებული და მას რამდენიმე პირადი სანაპირო აქვს. სახლში სულ 7 საძინებელი, ორი ავტომობილების სადგომი, რამდენიმე სამზარეულო და სხვადასხვა გასარათობი ინფრასტრუქტურა არის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები