უბედური შემთხვევა

მდინარე ალაზანში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო

გურჯაანში, მდინარე ალაზანში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. სააგენტოს ცნობით, მოზარდი სხვის დახმარებას ცდილობდა, თუმცა დინებამ წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები