ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

წილოსანი ანაკლიაზე: რამდენად სწორია, როცა სხვა პორტს არ ვაძლევთ გაფართოების საშუალებას

0 კომენტარი

პარლამენტის უმრავლესობის წევრა, ნინო წილოსანმა საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში კითხვით მიმართა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას. დეპუტატის ერთ-ერთი კითხვა ანაკლიის პორტის პროექტს შეეხებოდა. დეპუტატი დაინტერესდა თუ რატომ არ ეძლევა სხვა პორტს (ფოთის პორტი) გაფართოების საშუალებას და ხო არ ქმნის ეს მონოპილიურ სიტუაციას.

"ჩვენ ყველას გაცხადებული გვაქვს, რომ ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელოვანი ობიექტი, თუმცა რამდენად სწორია, როცა ვაცხადებთ თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ამავდროულად არ ვაძლევთ სხვა პორტს გაფართოების საშუალებას, ხო არ ვქმნით გარკვეულწილად მონოპოლიურ სიტუაციას?", — განაცხადა წილოსანმა.

ნათია თურნავა კითხვას დეპუტატის კითხვებზე პასუხის გაცემას 8 საათიდან დაიწყებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები