საპარლამენტო უმრავლესობა

ვოლსკი გახარიაზე: მისი მონაცემები პასუხობს, იმ მოთხოვნებს, რაც საზოგადოებას გააჩნია

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებთან, პრემიერ მინისტრობის კანდიდატზე ისაუბრა. ვოლსკის თქმით, ქვეყანას სწორედ, გიორგი გახარიასნაირი პრემიერ-მინისტრი ჭირდება.

"ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა, იმდენად რამდენადაც მისი მონაცემები პასუხობს, იმ მოთხოვნებს, რაც საზოგადოებას გააჩნია. ყველა მიმართულებით არის ჩამოყალიბებული მაღალი უნარი აქვს მართვის და ჩვენ და 2020 წელს, სწორედ ესეთი უნარის მქონე ადამიანი გვჭირდება", — განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას შეეხებოდა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს კითხვა იმ ადამიანებს უნდა დაუსვან ვინც ეს უდებურება დამართა ქვეყანას.

"რაც შეეხება 20 ივნისს ეს არის მძიმე თემა, კონკრეტული ადამიანებისს ბედი მაქვს მხედველობაში მაგრამ უმჯობესია ეს კითხვა იმ ადამიანებს დაუსვათ ვინც ეს უბედურება დამართეს ჩვენ ქვეყანას და არამარტო ქვეყანას არამედ კონკრეტულ ინდივიდებსაც". 

კომენტარები