საფრანგეთი

ზაფხულში, გაუსაძლისი სიცხისგან, საფრანგეთში 1500-მდე ადამიანი გარდაიცვალა

ივნისსა და ივლისსში დაფიქსირებული რეკორდული სიცხის გამო, საფრანგეთში, 1 435 ადამიანი გარდაიცვალა.

ქყვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, გარდაცვლილთა ნახევარი 75 წელს გადაცილებულებია.

მისივე ცნობით, წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ჯერ მცირეა 2003 წელს დაფიქსირებული "მომაკვდინებელ სიცხესთან" შედარებით.

ადგილობრივ რადიოში საუბრისისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ 10 ადამიანი მუშაობისას გარდაიცვალა.

ამ ზაფხულს, ივნისში, საფრანგეთში 46 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა. ივლისში კი, ქყვეყნის დედაქალაში რეკორდული 42.6 გრადუსი.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილთა ნაწილი, 567 ადამიანი, 24 ივნისიდან 7 ივლისამდე პერიოდში დაიღუპა, ხოლო 868 ადამიანი 21-27 ივლისს.

კომენტარები