ნეიმარი

ქალს, რომელმაც ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, თაღლითობისთვის ბრალი წაუყენეს

0 კომენტარი
ფოტო: bbc

ქალს, რომელიც ბრაზილიელ ფეხბურთელს, ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, ბრაზილიის პოლიციამ თაღლითობისთვის ბრალი წაუყენა. 

BBC-ის ინფორმაციით, ნაჯილა ტრინდადს და მის ყოფილ ქმარს, ესტივენს ალვეს პოლიცია სიცრუეს და ფეხბურთელის დაშანტაჟებას ედავება. 

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, სამართლდამცველების გადაწყვეტილებით გაკვირვებულია. 

ბრაზილიის პოლიციამ ცნობილი ფეხბურთელის, ნეიმარის წინააღმდეგ გამოძიება ივლისის ბოლოს შეწყვიტა. სამართალდამცავებმა 27 წლის ფეხბურთელს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს.

გამომძიებლის თქმით, საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, მიიღეს გადაწყევტილება, რომ ბრალის წარდგენის რეკომენდაცია არ გასცენ. პროკურატურას საქმის შემდეგომ წარმოებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 15 დღე აქვს. 

ნეიმარი გაუპატიურებაში ბრაზილიელმა მოდელმა დაადანაშაულა. მისი თქმით, ფეხბურთელმა ქალი Instagram-ზე გაიცნო და პარიზში შეხვედრა შესთავაზა. მან ქალს ბრაზილიიდან საფრანგეთში გასამგზავრებელი ბილეთიც უყიდა და პარიზის ერთერთი სასტუმროს ნომერი დაჯავშნა.

ქალის თქმით, 15 მაისს სასტუმროში ფეხბურთელი ნასვამი მივიდა, საუბრის დროს აგრესიული გახდა და ძალის გამოყენებით, ქალის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ქალი ბრაზილიაში ორი დღის შემდეგ დაბრუნდა ისე, რომ საფრანგეთის პოლიციისთვის არაფერი შეუტყობინებია, რადგან "ემოციურად შეძრული იყო და ეშინოდა სხვა ქვეყანაში ფაქტების გამჟღავნების".

ფეხბურთელი  რიო დე ჟანეიროს პოლიციამ 7 ივნისს გამოკითხა. მან ბრალდება კატეგორიულად უარყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები