სამთავრობო ცვლილებები

საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლევან იზორია უხელმძღვანელებს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს დაზვერვის სამსახური

საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლევან იზორია უხელმძღვანელებს. 

დაზვერვის ინფორმაციით, სამსახურის ახალ უფროსს, დაზვერვის ყოფილმა უფროსმა, დავით სუჯაშვილმა უწყებაში უმასპინძლა.

"ლევან იზორია სამსახურის მოსამსახურეებს შეხვდა, ასევე გაეცნო სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს. მან ხაზი გაუსვა სამსახურის ყოფილი უფროსის პროფესიონალიზმსა და ღვაწლს ქვეყნისა და სამსახურის წინაშე, მადლობა გადაუხადა დავით სუჯაშვილს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა", - ნათქვამია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დავით სუჯაშვილი, 12 სექტემბერს, თავდაცვის ახალი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ დაინიშნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები