ცნობილი ადამიანები

"შეგიძლია იყო სექსუალურიც და მაგარი დედაც" - კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი PLAYBOY-ში

0 კომენტარი
კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი Playboy-თვის ფოტო: SASHA SAMSONOVA

ჟურნალ Playboy-ს სექტემბერის ნომრის გარეკანზე კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი მოხვდნენ.

სექტემბერის ნომრისთვის სურათები ფოტოგრაფმა საშა სამსონოვმა გადაიღო, თუმცა კრეატიული დირექტორი თავად ტრევის სკოტი იყო - სამ სურათში წყვილი ერთად არის გადაღებული, დანარჩენ სურათებში კი მხოლოდ კაილი ჯენერი პოზირებს. ინტერვიუშიც მხოლოდ კაილი ჯენერი მონაწილეობს, თუმცა ამ შემთხვევაშიც კითხვებს ტრევის სკოტი სვამს.

წაიკითხეთ, ინტერვიუს ნაწილი.

ტრევის სკოტი: ჩვენ ახლა Playboy-თვის სურათებს ვიღებთ, იფიქრებდი რომ ოდესმე აქ იქნებოდი?

კაილი ჯენერი: ვერასდროს ვიფიქრებდი რომ Playboy-თვის ვიპოზიორებდი, თუმცა მე მიყვარს ახალი გარეკანები. მომწონს, რასაც ახლა Playboy აკეთებს და როდესაც მე წარმოდგენილი ვარ ამ იდეით - შენ ხარ გარეკანის უკან, ხარ კრეატიული დირექტორი და აკონტროლებ სურათების გადაღების პროცესს - ვიფიქრე, რომ ეს საუკეთესო იქნებოდა, რადგან მე გენდობი შენ და შენს ხედვას.

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი Playboy-თვის ფოტო: SASHA SAMSONOVA

ტრევის სკოტი: როდესაც მჭირდება ახალი იდეები, ყოველთვის ვიცი რომ შენთან შემიძლია მოვიდე. იგივეს გრძნობ ჩემ მიმართ?

კაილი ჯენერი: ცხადია, შენთან მოვდივარ! მე არ მოვდივარ შენთან იმისთვის, რომ გკითხო რა ფერის პომადა გამოვუშვა შემდეგ თვეს, მაგრამ მოვდივარ შენთან, როდესაც კრეატიული მხარის მოფიქრება მჭირდება. გახსოვს, როდესაც ვამბობდი, რომ არ ვიცოდი როგორ გამევრცელებინა ჩემი დაბადების დღის კოლექცია. შენ გაქვს კრეატიული, არასტანდარტული გონება, ამიტომ მიყვარს, როდესაც მოვდივარ შენთან და ვიღებ რჩევებს როგორ გავავრცელო რაღაცები.

ტრევის სკოტი: შენი აზრით, რატომ მუშაობს ჩვენი ურთიერთობა? რატომ ვიცოდით მალევე, რომ ამან იმუშავა?

კაილი ჯენერი: ჩვენ ვფიქრობთ ერთნაირად, გვაქვს ერთი და იგივე მიზნები და ვნებები ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ ჩვენ შორის კარგი ქიმიაა, ბევრს ვერთობით. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. ყველა აღმავლობა და დაღმავლობა, რაც ურთიერთობებს ახასიათებს, ჩვენ გვაძლიერებს და გვზრდის.

ტრევის სკოტი: ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ ბავშვის გაჩენა სექსუალურ ცხოვრებას ურტყამს, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ შემთხვევაში ეს პირიქით არის.

კაილი ჯენერი: დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ჭორის სიცრუე დავამტკიცეთ.

ტრევის სკოტი: გზა, როგორც შენს სექსუალურობას გამოხატავ, დედობის შემდეგაც არ შეცვლილა. თვლი, რომ მე შთაგაგონებ შენ როგორ დედას, რომ გქონდეს შენი იდენტობა და სექსუალურობა?

კაილი ჯენერი: შენ მე მახსენებ, რომ დედობამ და სექსუალობამ შეიძლება ერთად იარსებოს და იმიტომ, რომ შენ გამოხატავ სექსუალურობას არ ნიშნავს მორალურობის დაკარგვასა და ცუდ დედობას. შენ შეგიძლია იყო სექსუალურიც და მაგარი დედაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები