გიორგი გახარია

გახარია: ბატონი ხაზარაძე ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

საქათველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ეხმაურება თიბისი ბანკის დამფუძნებლის განცხადებას, სადაც მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტის ინვესტორს უთხრა "თქვენნაირები არ გვინდაო".

"საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც დამადასტურებელი. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი.

​საერთოდ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის კარგი, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლია, როგორც პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა, ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. ამას გიპასუხებთ", - უთხრა ჟურნალისტებს გახარიამ.

TBC ბანკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის შეხვედრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში "კატასტროფულად ჩაიარა".

"ჩვენ ორი ინვესტორი გვყავს მზად. ერთი უკვე აქ იმყოფება, სამი დღეა, რომელთანაც ინფრასტრუქტურის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ახლად არჩეულ [კონსორციუმის] ბორდის წევრებთან ერთად. შეხვედრამ ჩაიარა კატასტროფულად. პრაქტიკულად, სახელმწიფომ მინისტრის სახით უთხრა -"ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები