ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 17 სექტემბერს, თბილისის ნაწილს დროებით ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების და სადგური ლილოს მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, დურმიშიძის, წალენჯიხის, ხარაბაძის და ტოლენჯის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გაბაშვილის და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშველას VI კვარტლის, იოსებიძის, ქავთარაძის, საბურთალოს, ცინცაძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, V კვარტლების და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ზემო ვეძისის დასახლების, მაჭავარიანის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ნუცუბიძის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასურეთის, ლუბოვსკის, სვირის, ჟღენტის, ჭიჭიკო ბენდელიანის, მირზაანის, გეგუთის, ჯავის, კურსების, სამღერეთის, ავიაქიმიის, სანავარდოს, სანერგეს, იმერეთის, კიშინიოვის, ზეკარის, ლისაშვილის, ახტალის, ბუგეულის, მაჩხაანის, დარკვეთის, წერონისის, თოდრიას და ლაითურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დეკაბრისტების, წალკის, ნიკოლოზ ჩხეიძის, იოსებ გრიშაშვილის, ბოლნისის, ბექა ოპიზარის, ლორთქიფანიძის, საბანაძის, თელეთის, ქუმსიაშვილის, იაკობ ცურტაველის და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებ გრიშაშვილის, ბოტანიკურის, მირზა შაფი ლაზახის, გორგასალის, ახუნდოვის, აბანოს და შუშინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, დგებუაძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები